25.ნოემბერი .2019 11:47

„ოცნების“ შეთავაზება-რომელ მაჟორიტარულ ოლქებში არ დააყენებს სამთავრობო პარტია კანდიდატებს

views 526
უკან

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ამის შესახებ კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნება“ აპირებს, არ დააყენოს საკუთარი კანდიდატები იმ მაჟორტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს გამარჯვების რეალური შანსი ექნება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთის და მისი დანამატების გარდა დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტოროტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს, ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენ მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.