მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბობოყვათის ტერიტორიაზე აუქციონი გამოცხადდა - პროექტი 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს

60afb91edacec
BM.GE
27.05.21 19:18
3908
აჭარაში, ბობოყვათის ტერიტორიის ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს აჭარის ისტორიში ყველაზე მსხვილი აუქციონია. საუბარია 28,5 ჰექტრის მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე.

პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა ცნობილი საერთაშორისო კომპანია "ქოლიერს ინთერნეიშენელის" კონცეფციის საფუძველზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წვდომის ვალდებულებით, ბულვარის, პრომენადის, პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა მოხდება.

პროექტი ასევე ვერტმფრენის ასაფრე-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა დათანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.