მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფიციალური საარსებო მინიმუმი 189 ლარამდე გაიზარდა

5d7f41ec06b2b
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.19 12:11
1485
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 189 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს; ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელთან მიმართებით 17.8 ლარით მეტია. 

სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასე ნაწილდება:

ორსულიანი ოჯახი - 268.1 ლარი;
სამსულიანი - 301.6 ლარი;
ოთხსულიანი - 335.1 ლარი;
ხუთსულიანი - 377.0 ლარი;
ექვს და მეტსულიანი - 445.7 ლარი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.