მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს საქართველოში რეკორდული - 9.3 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა

5e09cf6b31918
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.19 14:17
922
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის 2019 წლის შედეგები წარადგინა. მარიამ ქვრივიშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 

2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.