მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფიციალური თბილისი უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

62174ccd11470
ინგა მურუსიძე
24.02.22 13:25
786
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

უწყება მოუწოდებს უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში.

24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყება დიპლომატიურ წარმომადგენელობთან საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 47

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50