მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STOP COVID აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასური 412 116 ლარია - სამინისტრო

5ee8bab9bb0d0
ინგა მურუსიძე
16.06.20 16:40
1240
კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია STOP COVID ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ BM.GE-ისსთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყებაში განმარტავენ, რომ აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

„მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან. ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში რეტროაქტიულად ფინანსდება“, - უთხრეს bm.ge-ის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის: დღევანდელი მონაცემებით, ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი. აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი.