მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოჯახურმა" გერმანიაში ექსპორტზე ახალი პროდუქცია გაუშვა

5fc3728d601d7
BM.GE
30.11.20 09:00
1473
კომპანია „ოჯახურმა“ ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი: ეკალა, ღანძილი, საწებელი, მწვანე ტყემალი, ტყემალი ტარხუნით, სიმინდის ფქვილი გერმანიაში ექსპორტზე გაუშვა. როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, ეს ექსპორტის პირველი შემთხვევა არ არის და კომპანია „ოჯახურის“ წარმოებული პროდუქცია დიდი ხანია ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავსტრალია, კანადა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, საბერძნეთი, ჩეხეთი, პოლონთი, გერმანია და
ჰოლანდია. ამასთან, კომპანიის სამომავლო გეგმებში რამდენიმე საექსპორტო ქვეყნის დამატებაც შედის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ექსპორტზე გასაყიდი ფასები არ გაზრდილა და ამ მხრივ არც ხარვეზები შეინიშნება.

„ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა, ბიზნესი კონკრეტული კერძისთვის განკუთვნილ ეკოლოგიურად სუფთა სანელებლების ნაზავს ქმნის და მისი მიზანია, მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქტის მიწოდება.

„ვახდენთ მათ გადამუშავებას (დაფქვას), დაფასოებას და მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტს ყოველგავარი ზედმეტი დანამატების გარეშე, ფასის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური შეფუთვით. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სასიამოვნო არომატით, ვიტამინების დიდი რაოდენობით და სამკურნალო თვისებებით, რასაც განაპირობებს მისი 100%-ით ნატურალურობა“, - წერია „ოჯახურის“ Facebook-გვერდზე.

ამასთან, "ოჯახური" საქართველოს მაშტაბით ყველა ქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი.