მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა

5e56a6196495b
თამთა ჯიჯავაძე
26.02.20 21:03
2171
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, ჩაიკეტა ე.წ საზღვრები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არამხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში შესვლა, არამედ მისი დატოვებაც აეკრძალათ.

ამასთან, ე.წ პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბრანბამ მოსახლეობას მივლინებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ეს აუცილებელი ზომაა ადგილობრივების დასაცავად. 

გარდა ამისა, ენგურის ხიდზე გააძლიერეს დაცვა. ასევე, გააძლიერეს სამედიცინო დაწესებულება ფსოუზე.