მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e82435cd634e
თამთა ჯიჯავაძე
30.03.20 23:04
1001
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირეტორიმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა.

"გუშინ გვიან ღამით გადმოყვანილი იქნა 50 წლამდე ქალბატონი ოკუპირებული ტერიტორიიდან. მას აქვს რუსეთში მოგზაურობის ისტორია. გუშინ ღამით შესაბამისი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ეს-ს არის მივიღეთ პასუხი. მას აქვს დადასტურებული შემთხვევა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ახლა უკვე დაიწყება მკურნალობის შემდგომი ეტაპი.