მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მიწოდების ვალი რუსეთის მიმართ $26,4 მილიონს მიაღწევს

5fbacf6313cfc
BM.GE
23.11.20 00:32
1820

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისი გრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად, ექვსი საათის განმავლობაშია შეზღუდული. მარიონეტული მთავრობის განცხადებით, ელექტროენერგიის დეფიციტს კრიპტო-ვალუტის მოპოვება - ე.წ "მაინინგი" ამწვავებს.

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას როგორც ენგურჰესიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან იღებს. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი უსასყიდლოდ იღებს, რუსული ელექტროენერგია კი სტანდარტულ ფასად მიეწოდება. ტერიტორიაზე უკვე მრავალი წელია ენერგოკრიზისია, რასაც გამრიცხველიანების პრობლემასთან ერთად მაინინგის პრობლემაც დაერთო. აფხაზეთის ენერგოგამანაწილებელია კომპანია "ჩერნამორენერგო", რომლის მიმართაც აფხაზეთის სოლიდური ვალი აქვს დაგროვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანახმად, მხოლოდ 2020 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, დე ფაქტო აფხაზეთის ვალმა რუსულ ელექტროენერგიასთან მიმართებაში 7.9 მილიონ აშშ დოლარს (600 მილიონი რუბლს) მიაღწია.

2020 წლის 17 ნოემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა - ასლან ბჟანიამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც Sputnik - აფხაზეთი იუწყება, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, აქტუალურობიდან გამომდინარე, სწორედ ელექტროენერგიის დეფიციტი იყო.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, 2020 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, დე ფაქტო აფხაზეთის ვალმა რუსულ ელექტროენერგიასთან მიმართებაში $7,9 მილიონს აშშ დოლარს (600 მილიონი რუბლი) მიაღწია. მისი თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სთხოვა დახმარება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც 2021 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესის დროებით გაჩერებას უკავშირდება. ამ პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიას სრულად რუსეთიდან მიიღებს, შედეგად ოკუპირებული რეგიონის ვალი რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებისთვის $26.4 მილიონ დოლარს მიაღწევს. 

როგორც ბჟანიამ აღნიშნა, "ჩერნომორენერგოს” მიმართ 25 წლის განმავლობაში დაგროვილმა ვალმა 23,8 მილიონ აშშ დოლარს (1 მილიარდ 800 მილიონი რუბლი) მიაღწია. მათ შორის 2017 წლიდან წარმოშობილი ვალი 10.6 მილიონი აშშ დოლარია (800 მილიონი რუბლი). ასლან ბჟანია გამწვავებულ ენერგეტიკულ კრიზისს აფხაზეთში კრიპტოვალუტის "მაინინგს" უკავშირებს და აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ მაინინგი აკრძალეს, ამ აკრძალვას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.