ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო. კომპანიის Facebook გვერდზე აღნიშნულია, რომ პირველი თებერვლის ღამის ორი საათიდან რუსეთიდან აფხაზეთის ელექტრომომარაგება დაიწყო, მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები კი მოხსნილია.
გუშინ, "ენგურჰესმა" გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, სადგური აფხაზეთის უწყვეტ ელექტრომომარაგებას ვეღარ ახერხებდა.
"საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, გვინდა „ენგურჰესში“ დღეისათვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთოთ.
დღევანდელი მდგომარეობით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. ს
წორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს,"- ნათქვამია ენგურჰესის მიერ 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ