მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოლეგ ტინკოვმა რუსული Tinkoff Bank-ის წილი გაყიდა

626ab07becac2
გიორგი თოლორდავა
29.04.22 00:20
1500
რუსმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ოლეგ ტინკოვმა საკუთარი Tinkoff Bank-ის და TCS Group-ში შემავალი სხვა კომპანიების წილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Interfax-ის ცნობით, TCS Group-ის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია Interros გახდა, რომელიც რუს მილიარდერ ვლაიმირ პოტანინს ეკუთვნის.

Tonkoff Bank-ი ოლეგ ტინკოვმა მოსკოვში 2006 წელს დააფუძნა და ის ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი ციფრული ბანკია, რომელსაც TCS Group-ი ფლობს. თავად ჰოლდინგი კი ტინკოვის ოჯახის მფლობელობაშია.

შეთანხმების ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წყაროები იუწყებიან, რომ პოტანინმა TCS-ის წილში რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლები გადაიხადა. მარტის მონაცემებით, TCS Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საჯაროდაც დაგმო, თუმცა ის მაინც მოექცა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში. საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქციები დაუწესდა TCS-ის ახალ აქციონერს, ვლადიმირ პოტანინსაც.