მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოლიგარქები სანქციებისგან თავის ასარიდებლად კრიპტოვალუტებს ვერ გამოიყენებენ - მირონოვი

622e57f41daa3
გიორგი არონია
15.03.22 09:45
792
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, კრიპტოვალუტები ყველანაირი გამოყენების მქონე ფინანსურ აქტივს არ წარმოადგნენ, რუსი ოლიგარქები სანქციებისგან თავის ასარიდებლად კრიპტოვალუტებს ვერ გამოიყენებენ“, - ამის შესახებ IE Business School-ის პროფესორმა, მაქსიმ მირონოვმა Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერჯერობით, კრიპტოვალუტის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა მცირე რაღაცას ყიდულობ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ნებისმიერი კრიპტოტრანზაქცია, ადრე თუ გვიან, ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში ხვდება - აი, მაგალითად, ვილას თუ ყიდულობ, საჯარო რეესტრში უნდა მიხვიდე, სადაც მარეგულირებლებს ვერ გაექცევი. იგივეა თვითმფრინავის ბილეთის შეძენის შემთხვევაში - ბილეთს ხომ შენი სახელი და გვარი აწერია. სასტუმროს შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა მირონოვმა.

ამასთანავე, მაქსიმ მირონოვი არ გამორიცხავს, რომ რუსმა ოლიგარქებმა კრიპტოვალუტები აუცილებელი გადახდების განსახორციელებლად საჭირო ფულის შენახვის დროებით საშუალებად გამოიყენონ.