21.ივნისი .2021 21:28

ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება

ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება
views 257
უკან

მაყურებელი ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იაპონიაში 23 ივლისიდან უნდა გაიმართოს, შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, მაყურებელთა ადგილები მხოლოდ 50%-ით შეივსება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სპორტულ ღონისძიებებს დაახლოებით 10,000-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრება, რომლებსაც პირბადის ტარება და ასევე სხვა COVID-რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, დაახლოებით 3.6-3.7 მილიონი ბილეთია გაყიდული ადგილობრივ გულშემატკივრებზე, ხოლო რაც შეეხება საზღვარგარეთელ გულშემატკივრებს, რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, ისინი თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

გამოცემა წერს, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა არაერთგვაროვანია. გამოკითხვების მიხედვით, რომელსაც ადგილობრივი პრესა აწარმოებს, მოსახლეობის 62% ოლიმპიური თამაშების გადადებას უჭერს ხმას.

ამასთან მოსახლეობის 83% აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარება ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას, 53%-ს სურს გულშემატკივრების გარეშე გამართულიყო ოლიმპიური თამაშები, ხოლო 42% აცხადებს, რომ თამაშებზე დამსწრეთა რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე იაპონიის მოსახლეობის 16.5%-ია აცრილი, მათ შორის 6.5%-მა ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო.