14.მაისი .2021 22:40

ოლიმპიური თამაშების გამართვა წელს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება - Rakuten-ის CEO

ოლიმპიური თამაშების გამართვა წელს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება - Rakuten-ის CEO
views 371
უკან

იაპონიის წამყვანი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Rakuten-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ ზაფხულს იაპონიაში თუ ოლიმპიური თამაშები გაიმართება ეს „თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნება. ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Rakuten-ის აღმასრულებელი დირექტორი იაპონიის მთავრობის მიერ კორონავირუსის წანააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ათიდან მხოლოდ ორი ქულით აფასებს.

ჰიროში მიკიტანი აღნიშნავს, რომ ის მთავრობის დარწმუნებას ოლიმპიური თამაშების გადადებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

„ძალიან სახიფათოა ისეთი საერთაშორისო ღონისძიების გამართვა, როგორიც ოლიმპიური თამაშებია, რადგან მსოფლიო ისევ ებრძვის პანდემიას. უმძიმესი მდგომარეობაა ინდოეთსა და ბრაზილიაში. ჯერ ადრეა ზეიმი“, - განაცხადა ჰიროში მიკიტანმა.

Rakuten-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, იაპონია არ გამოირჩევა ვაქცინაციის მაღალი ტემპით, ხოლო ტოკიოში მაისის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ოლიმპიური თამაშების გამართვა ქვეყანაში 23 ივლისისთვის იგეგმება. Johns Hopkins University-ის მონაცემებით კი, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 660,884 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი.