მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

62f108c7d81b3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 17:15
567
საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც უკანონო შეჭრას ამართლებდნენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა.

„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი ორგანიზებულია ექვს რეგიონულ ჯგუფად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, კარიბის ზღვის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა. ჩვენი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს.

კომისარს წევრობა შეუწყდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს ჩვენი წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას“, - განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კრის ფილდმა.

მნიშვნელოვანია, და როგორც მოსალოდნელი იყო ომბუდსმენის ინსტიტუტებისგან, წევრობის გაუქმების საქმე კომისარს წარედგინა. საქმე მოიცავდა კომისრის უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებებს, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისარი სრულად სამართლიან პროცედურას დაექვემდებარა.

ცნობისთვის: საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.