მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი აზიანებს რუსეთის ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს და მათი აღდგენა სანქციების გამო რთული იქნება - ბრიტანეთის დაზვერვა

62765b6664c50
ალა ისპირიანი
07.05.22 15:49
1178
ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს და მათი აღდგენა სანქციების გამო რთული იქნება. ამის შესახებ განცხადებას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. 

"მინიმუმ ერთი ერთეული თანამედროვე რუსული T-90M-ის ტიპის ტანკი განადგურდა საბრძოლო მოქმედებებისას. T-90M 2016 წელს იქნა გამოშვებული და ის აღჭურვილია გაუმჯობესებული ჯავშნით, განახლებული შეიარაღებითა და განახლებული სატელიტური სანავიგაციო სისტემებით.

რუსულ ქვედანაყოფებში დაახლოებით 100 ერთეული T-90M-ის ტიპის ტანკი უკეთ არის აღჭურვილი. განახლებული ჯავშნის სისტემა, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო იარაღის საწინააღმდეგოდაა განკუთვნილი, დაუცველი რჩება, თუ მხარდაჭერილი არ არის სხვა ძალის ელემენტებით.

ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს და ამ კონფლიქტის შემდეგ, რუსეთს სანქციების გამო მნიშვნელოვანი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.