მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ომი ჩვენს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, თუმცა საქართველოს ამის გადალახვა შეუძლია”

624bfbd3ad38a
მარიამ იზორია
10.04.22 12:25
1038
თიბისის გენერალური დირექტორი ქართულ ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას აფასებს.

როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ქართული ეკონომიკა ახლა რუსეთზე იმაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე ეს 15 წლის წინ იყო, თუმცა რუსეთ–უკრაინის ომის გამო იქნება გარკვეული მატერიალური დანაკლისები, რომელსაც ქართული ეკონომიკა მარტივად გადალახავს.

“უკრაინაში, რაც ხდება ქართულ ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ კრგია, რომ ჩვენ რუსეთზე ახლა უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული, ვიდრე 15 წლის წინ ვიყავით. თუ ჯამურად ავიღებთ ექსპორტს, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და გზავნილებს, რომელიც რუსეთიდან შემოდის 15-18%-ს არ აღემატება. იქნება მატერიალური დანაკლისი, რომელსაც ომი იწვევ, თუმცა ქართულ ეკონომიკას ამის მართვა და გადალახვა შეუძლია.

ვფიქრობთ, ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიკას წლის განმავლობაში პოზიტიური ზრდა ექნება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ქართული ეკონომიკა წლის ჭრილში 3-4%-მდე გაიზრდება. ზრდას გააგრძელებს საბანკო სექტორიც და საკრედიტო პორთველი და დეპოზიტები 10-15%-მდე გაიზრდება” - აცხადებს თიბისის გენერლაური დირექტორი.