მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი უკრაინაში - ISET-ის ორგანიზებით, დღეს პანელური დისკუსია იმართება

6255971e5d7e9
თელარა გელანტია
13.04.22 09:00
894
„ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ - დღეს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ამ თემაზე პანელური დისკუსიები გაიმართება.

ღონისძიება სასტუმრო „რუმსში“ 10:00 საათზე დაიწყება და 12:35 საათამდე გაგრძელდება.

დისკუსიის დღის წესრიგის მიხედვით, კიევიდან ონლაინ ჩაერთვება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი, რომელიც უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია.

პანელი 1: რისკები და პოლიტიკის პასუხი: მაკროეკონომიკური სტაბილურობა;

მოდერატორი: გიორგი პაპავა, წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი;
 კობა გვენეტაძე, პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
 სებასტიან მოლინეუსი, კავკასიის რეგიონული დირექტორი, მსოფლიო ბანკი;
 არჩილ გაჩეჩილაძე, აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ბანკი;
 ალექსი ალექსიშვილი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, PMCG.

პანელი 2: ეკონომიკური უსაფრთხოება შეცვლილ რეგიონში: ზეგავლენა, რისკები, შესაძლებლობები, ინსტიტუციური რეაქციები;

მოდერატორი: სალომე გელაშვილი, წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი;
 ოთარ შარიქაძე, მმართველი დირექტორი, გალტ & თაგარტი;
 დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, USAID;
 ირაკლი ნადარეიშვილი, მინისტრის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო;
 ლევან ვეფხვაძე, დირექტორი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
 ირინე კვახაძე, კვლევების დირექტორი, TBC Capital.

პანელი 3: სოციო-ეკონომიკური სისტემა, მიგრანტები – როგორ უნდა მოიქცეს
საქართველო?

მოდერატორი: თამარ სულუხია, დირექტორი, ISET და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი;
 საბინე მახლი, მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, UN;
 გიორგი შარვაშიძე, რექტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 ქეთევან ხაჩიძე, დირექტორი, CARE Caucasus.