მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონი საშვებულებო ჯავშნებს აფერხებს - BBC

61b0a960119e2
თათია კაკიაშვილი
09.12.21 01:00
542
კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის აღმოჩენის შემდეგ, მსოფლიოში საშვებულებო ჯავშნების ტემპი შენელებულია. ინფორმაციას BBC საშვებულებო ჯავშნების კომპანია Tui-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო, ზამთრის კურორტებზე ჯავშნების დიდი ნაწილი უქმდება. ამის მიუხედავად, კომპანია Tui-ში იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სეზონზე ჯავშნების მაჩვენებლები პანდემიამდელ დონესთან ახლოს იქნება.

ამასთან, საგულისხმოა, რომ დიდ ბრიტანეთში ომიკრონის შტამის გავრცელების შესაჩერებლად, ახალი სამოგზაურო წესები ამოქმედდა: ცვლილებები მოიცავს ბრიტანეთში ჩასული ადამიანების კოვიდტესტირებას, ხოლო აფრიკის 11 ქვეყანა დიდი ბრიტანეთისთვის ე.წ. წითელ სიაშია, ანუ ჩამოთვლილ ქვეყნებში ბრიტანეთის მოქალაქეებს მოგზაურობა ეკრძალებათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სამოგზაურო ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა „დიდი დარტყმა“ იქნება და ბევრი ტურისტული კომპანიის საარსებო წყაროს გაანადგურებს.