მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომიკრონის“ ცირკულაცია იზრდება... შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია - გამყრელიძე

61e968a5c74c6
თელარა გელანტია
20.01.22 17:49
817
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის ცირკულაცია იზრდება.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტური შტამი გახდა.

"ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის, მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის „ომიკრონზე“, თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი - 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.