რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი – ამის შესახებ საუბარია ევროკონტროლის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ორგანიზაციამ გამოიკვლია, რა გავლენა ჰქონდა ომს ევროპის რეგიონის საჰაერო ნაკადებზე.
მაგალითად "ევროკონტროლის" თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო ლიეტუვამ დღეში თითქმის 200 გადაფრენა დაკარგა, რაც 46%-ით შემცირებაა. აქედან ნახევარზე მეტი რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფრენების შეწყვეტას უკავშირდება. ომის დაწყებიდან მალევე ჯერ ევროკავშირის ქვეყნებმა, ხოლო შემდეგ რუსეთმა ერთმანეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო გადაფრენები შემცირებულია ლატვიასა და პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ აზიის მიმართულებაზე ევროპული ავიაკომპანიები რეისებს სამხრეთიდან ახორციელებენ. შედეგად, საქართველოში მოცემულ პერიოდში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი.
საქაერონავიგაციაში BMG-ის უთხრეს, რომ ნაკადების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გარდა Covid-19-ის რეგულაციის შემსუბუქებასაც უკავშირდება.
“ევროკონტროლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში შედარებულია გადაფრენების რაოდენობა 2022 წლის 7-14 თებერვლის და 2022 წლის 7-14 მარტის კვირებში. შპს „საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში თებერვლის მითითებულ კვირას 924 გადაფრენას მოემსახურა. მარტის მითითებულ კვირაში კი 1639 გადაფრენას. სხვაობა 715 ფრენაა და გვაქვს 77.4%-იანი ზრდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს