უკრაინაში, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო, სასოფლო-სამეურნეო მინდვრების 30%-ზე მეტი მარცვლეულის დასათესად გამოუსადეგარი იქნება. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში ამის მიზეზად აქტიურ საომარ მოქმედებებს და მინდვრებზე დატოვებულ ნაღმებისა და სხვა სამხედრო მარაგების დიდ რაოდენობას ასახელებენ.
„ხორბლის, ქერის, მზესუმზირისა და სიმინდის დასათესად სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ზე მეტი გამოუსადეგარი იქნება. შეუწყვეტელ საბრძოლო მოქმედებებს გლობალური სასურსათო კატასტროფის გამოწვევა შეუძლიათ, რამდენადაც სასურსათო კრიზისში მქონე 55 ქვეყნიდან 36 უკრაინისა და რუსეთის ექსპორტზე იყო დამოკიდებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
Unian-ი გაეროს 16 აპრილის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტების დახურვა გლობალურ სასურსათო კატასტროფას გამოიწვევს, რომელიც შიმშილამდე, მასობრივ მიგრაციამდე და მსოფლიოში პოლიტიკურ არეულობამდე მიგვიყვანს. უკრაინის საბარგულები მარცვლეულით არის სავსე, რომელიც წლიურად მსოფლიოში 400 მლნ ადამიანის გამოკვების საშუალებას იძლევა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დაირღვა, რის გამოც პორტები გამართულად ვერ მუშაობენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი