მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის მიუხედავად საქართველომ რუსეთში ექსპორტი გაზარდა

62b0274e08e98
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.22 11:56
865
საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი გაზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. 

რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელთა ექსპორტიც წელს 44%-ით გაიზარდა და $79.3 მილიონს მიაღწია. 

საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%;
2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%;
4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%;
5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%. 

ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. 

გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი. 

რუსული იმპორტის TOP-ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%;
2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%;
3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%;
4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%;
5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%. 

არსებული შედეგებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.