მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი მომავალში აღარ გაგრძელდება - ალექსიშვილი

635517ec0bf3a
მარიამ ვარადაშვილი
23.10.22 14:26
1103
კვლევითი ცენტრის PMCG-ის ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ეკონომიკამ მოკლევადიანი სარგებელი მიიღო, თუმცა ეს ეფექტი 2023 წელს აღარ გაგრძელდება.

“ჩვენს შემთხვევაში პოზიტიურად იმოქმედა ამ კონფლიქტის მოკლევადიანმა ეფექტმა, ე.წ პოზიტიურმა შოკმა, რომელიც ერთი მხრივ კაპიტალის შემოდინებაა, ხოლო მეორე მხრივ ფულადი გზავნილების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იმის ვარაუდი, რომ მომავალში ეს გაგრძელდება ან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საერთოდ არ არსებობს. ამიტომ ის ეფექტი, რაც მიმდინარე წელს გვქონდა მომავალში მისი ავტომატურად გადატანა და იმის თქმა რომ ეს ასე იქნება, მიუღებელია”,-განაცხადა ალექსიშვილმა “ანალიტიკაში”.

ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა.

მაშინ როცა მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 1.8 პპ-იანი კლება ფიქსირდება. რაც შეეხება 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის ისევ 9%-იან ნიშნულზეა.