მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის პერიოდში უკრაინული კომპანიების 52% ოპერირებას აგრძელებს

6225ad7b08c2e
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.22 21:54
815
უკრაინაში კომპანიების 52%-ზე მეტი, ომის პერიოდშიც ოპერირებას აგრძელებს. წერს უკრაინული გამოცემა Ukrinform-ი უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ევროპის ბიზნესასოციაციის გამოკითხვას ეყრდნობა.

„უკრაინული კომპანიების 52% შეზღუდვებით, თუმცა მაინც ოპერირებს. 27%-მა მუშაობა შეაჩერა, მაგრამ ოპერირების განახლების სურვილი აქვთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცენტრის მონაცემებით, კომპანიების 63% ხელფასებს გაცემას სრული მოცულობით აგრძელებს, 45% კი დამატებით ან საავანსო გადახდებსაც აწარმოებს.

ბიზნესის დიდი ნაწილი უკრაინის ჯარსა თუ ტერიტორიულ თავდაცვას მხარდაჭერას უცხადებს, კერძოდ კი 41% ფინანსურ დახმარებას უწევს, 35% - თანამშრომლებს ეხმარება, რომლებიც ქვეყანას იცავენ, 31% - სურსათით ამარაგებს, 29% - მომსახურებით უზრუნველყოფს, 16% - მედიკამენტებით, 9% კი თავდაცვისა საშუალებებს აწვდის.



შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი გამოუცხადა და სამხედრო თავდასხმა დაიწყო. დღეისთვის ომის 12-ე დღეს ოკუპანტი სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს დასახლებულ პუნქტებზე ახორციელებს. დაბომბილია უკრაინის დიდი ქალაქები, აეროპორტები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი უბნები.