მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის პირობებში საქართველოს ენერგოუსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი გახდა - აპატურაი

625fcd51476eb
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 13:15
812

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ომის პირობებში უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 

“როდესაც საუბარია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები რუსეთთან ენერგეტიკული მიწოდების არხებს წყვეტენ.


ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ როგორ გახდეს საქართველო უფრო უსაფრთხო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით კიბერთავდასხმებისა თუ ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ. მოცემულ კონტექსტში ეს მნიშვნელოვანი  საკითხია", - აცხადებს აპატურაი.

ჯეიმს აპატურაი დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მისი მოხსენების თემა NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში იყო.