აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად, ხოლო ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაყიდულ კომპანიებს შორის იყო წყლის კომპანიები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას,
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, რისთვისაც მათ 19 წელი დასჭირდათ.
„რაც შეეხება საკითხს, რომელზეც ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და უაზრო კამპანია წამოიწყეს - უნდა შეუერთდეს თუ არა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. მე განმარტება გავაკეთე, რომ ვეფუძნებით რა ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას და მინდა, ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ძალიან მოკლედ და მარტივად. მანამდე გეტყვით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიყიდა? რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, წყლის კომპანიები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები მიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამას გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვინაიდან ვერ მიაღწიეს ბაზრის გახსნას, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, 2012 წლის თებერვალში, მაშინ როცა აქ გამძვინვარებული იყო მათი ანტირუსული რიტორიკა და ა.შ.
"მანამდეც იყო არა ერთი ფაქტი ჩვენი სახელმწიფო კომპანიების რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გადაცემის, ეს ფაქტებია, არაფერი გაზვიადებული, ამის თაობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. მე შევახსენებ ყველას, რომ აღნიშნული პროცესი იყო გაჭიანურებული. 19 წელი დასჭირდა რუსეთს იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეუთანხმებლობა. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ რა თქმა უნდა ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი