მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასის გამო, 2030 წლისთვის გერმანიის ეკონომიკა €260 მილიარდს დაკარგავს

62f36a0c32bea
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 16:11
1071

დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გერმანიის ეკონომიკის 2030 წლისთვის 260 მილიარდ ევროს დამატებით ღირებულებას დაკარგავს. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებია. 

კვლევის თანახმად, მომავალი წლისთვის გერმანიის ეკონომიკა 1.7%-ით შემცირდება, რის გამოც 240 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ  დასაქმების დონე 2026 წლამდე დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნდება და ნეგატიური მოვლენების გავლენა უკვე ამის შემდგომ დაიწყება.  სამუშაო ადგილების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ სტუმარმასპინძლობის სექტორი აღმოჩნდება, რომელიც პანდემიამ უკვე ისედაც სერიოზულად დააზარალა. ენერგორუსერუსების მსხვილი მომხმარებლები როგორებიც მეტალისა და ქიმიური ინდუსტრიებია ასევე დაზარალდებიან. 

ორგანზიაცია აცხადებს, რომ ენერგომატარებლებზე არსებული ფასების გაორმაგების შემთხვევაში 2023 წელს გერმანიის ეკონომიკის გამოშვება თითქმის 4%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ომის გარეშე იქნებოდა. ამ გათვლებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში 600 ათასით ნაკლები ადამიანი დასაქმდება.