მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OneSoft-ის დაფინანსების პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო

5ee203fb25914
BM.GE
11.06.20 14:12
1547
ERP სისტემების პროვაიდერი კომპანია OneSoft-ის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსების პროექტის პირველი ეტაპისთვის, უკვე შეირჩა ხუთი კომპანია, რომლებმაც დაიწყეს თანამედროვე პროგრამის გამოყენება მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის. დაფინასნებული ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს როგორც წარმოებისა და ვაჭრობის მიმართულებას, აგრეთვე საკონსულტაციო სფეროსაც.

შერჩეულ კომპანიებს უკვე გადაეცათ პროგრამული ლიცენზიები, ასევე გაიარეს სისტემის შემსწავლელი სრული ტრენინგ-კურსი.

OneSoft-ის გუნდი წარმატებას უსურვებს კომპანიებს და იმედოვნებს, რომ ERP Standard მათ ბიზნეს-პროცესებს გახდის უფრო მოქნილს, ეფექტურს და დაეხმარება მიმდინარე კრიზისით გამოწვეულ შეფერხებებთან ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ OneSoft-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი კვლავ აქტუალურია და მასში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს მიიღოს დაფინანსება პროგრამული უზრუნველყოფისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ OneSoft-ის ფეისბუქ გვერდს.