ონლაინ მაღაზია extra.ge-ს დირექტორი ანზორ მანწკავა ამბობს, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი 2021 წელს გაორმაგდა. მისივე თქმით, გასულ წელს კომპანიის მომსახურება მნიშვნელოვნად დახვეწეს და ვებ-გვერდზეც გააუმჯობესეს პროდუქციის ასორტიმენტი.
“ჩვენთან, extra.ge–ში ზრდის ტემპი ძალიან მაღალი იყო. გასულ წელს ბევრად უფრო სწრაფად მიგვქონდა პროდუქცია მოხმარებელთან. ყოველთვიური ზრდა გვქონდა. დეკემბერში კი გაყიდვებში რეკორდზეც გავედით. 2020-თან შედარებით 2021 წელს გაყიდვები დაახლოებით 300%-ით გავზარდეთ. extra.ge-ს მაღაზიები და 100,000-ზე მეტი პროდუქტი დაემატა. შედეგად, დღეს მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს”,-ამბობს მანწკავა.
მისივე თქმით, მათი კომპანიის შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ელექტრონული ტექნიკაა, რომლის წილიც მთლიან გაყიდვებში 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალი იყო.
“ვებ-გვერდი ისე შევცვალეთ, რომ პირველ გვერდზე მხოლოდ ტექნიკა არ არის გამოტანილი. ამით ხალხს ვაჩვენებთ, რომ მხოლოდ ტექნიკა კი არა ყველაფრის ყიდვაა ჩვენს საიტზე შესაძლებელი. შედეგად, თუ 2020 წელს გაყიდვების 79% ტექნიკაზე მოდიოდა, ახლა 65%-ს შეადგენს. სხვა კატეგორიებში როგორებიცაა მაგალითად, სახლის თუ ეზოს მოვლა, დავამატეთ პროდუქცია და უკვე მომხმარებელმა იცის, რომ სხვა ნივთების შეძენაც შეუძლიათ extra.ge-ზე”,-ამბობს ის.
extra.ge-ის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოში ამ ეტაპზე სექტორში მომუშავე ბიზნესზეა დამოკიდებული და კანონმდებლობის დონეზე დამატებითი რეგულირების აუცილებლობას ვერ ხედავს.
“ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი გამოწვევაა მარაგების ისეთი მართვაა რომ მომხმარებლის შეკვეთა ყველა შემთხვევაში შესრულდეს. მარაგის ამოწურვის გამო შევკეთების გაუქმება მნიშვნელოვნად შევამცირეთ გასულ წელს, თუმცა ჩვენი ამოცანაა ამის ნულამდე დაყვანა, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად ვცვლით საკითხებს რომელიც ამას მოაგვარებს”,-ამბობს მანწკავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება