მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ "შავი პარასკევის" რეკორდი $7.4 მილიარდია

5de3bf48f1c77
მარიამ ადამია
01.12.19 17:23
1406
წელს, ონლაინ „შავი პარასკევის“ რეკორდი 7 მილიარდ 400 მილიონი ამერიკული დოლარია, თუმცა ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერნეტ მაღაზიებში დახარჯული თანხაა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

2018 წელს ამერიკელებმა ინტერნეტში „შავ პარასკევს“ 6 მილიარდ 220 მილიონი დოლარი დახარჯეს. აქედან 2 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები სმარტფონის საშუალებით განხორციელდა, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი 2,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საინტერესოა, რა იყიდეს ადამიანებმა ერთ დღის განმავლობაში? Salesforce-ის თანახმად, ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური ბრენდებია, რომელთაგან TOP-5 ასე გამოიყურება: PlayStation, Nintendo, Apple, Xbox, Google, ხოლო TOP-5 რითეილ კომპანიაა: Amazon, Walmart, Target, Gamestop, Best Buy. ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას შორის კი, ნოუთბუქები, ეარპოდები და „სამსუნგის“ ტელევიზორები გამოიკვეთა.

მიუხედავად ონლაინ “შავი პარასკევის” $7.4 მლრდ-იანი რეკორდისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დღე-ღამეში დახარჯული თანხის მიხედვით, ამ მაჩვენებლებს „კიბერორშაბათი“ ანუ „მადლიერების დღის“ შემდეგ პირველი ორშაბათი გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დეკემბერს ეს რეკორდი, სავარაუდოდ, შეიცვლება და დაახლოებით, 9,4 მილიარდს შეადგენს.