მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ სწავლების ქართული პლატფორმა - Lingwing - ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე შესვლას გეგმავს

5f01b1535b2bc
ინგა მურუსიძე
05.07.20 17:00
1416
უცხო ენების სწავლების ონლაინ პლატფორმა, Lingwing-ს უკვე 200-მდე ათასი მომხმარებელი ჰყავს და ისინი არა მხოლოდ საქართველოდან არიან. ონლაინ პლატფორმის წარმომადგენელს, ვატო ველიაშვილს "Forbes კვირა" ესაუბრა. ის ამბობს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ევროპის ბაზარზე შესასვლელად, ასევე ორგანიზაცია ემზადება ამერიკული ბაზრის გასატესტად.

„პროექტზე მუშაობა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყეთ და მაშინ საერთოდ არ იყო საქართველოში ონლაინ სწავლების პლატფორმები. დღესაც ერთადერთი ვართ ბაზარზე, თუმცა მაშინ გლობალურებსაც ნაკლებად იცნობდა საზოგადოება. დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა "ლინგვინგი, სადაც ადამიანები სწავლობენ უცხო ენას. ძალიან მალე ჩვენს საიტზე უკვე დარეგისტრირებული იქნება 200 ათასზე მეტი მომხმარებელი და ეს მომხმარებლეები ძირითადად არიან საქართველოდან, თუმცა უკვე დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის ბაზრზებზე. ძალიან მალე ის ქვეყნები ალბათ აჯობებს საქართველოს და მოხარულიც ვიქნებით, რადგან ბევრად დიდი ბაზრებია“, - განაცხადა ველიაშვილმა.

მისივე თქმით, "ლინგვინგი" მუშაობს უკვე ბანგლადეშში, ასევე ყაზახეთის ბაზარზე და ჰყავს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში.

„პანდემიის პერიოდმა მომხმარებლებში შეცვალა შეხედულება ონლაინ-სწავლებისადმი. ისინი უფრო ენდობიან და იციან, რა
საშუალებები არის ონლაინ სწავლებისას და ეფექტურად შეუძლიათ ეს გამოიყენონ სათავისოდ. ამ პერიოდში ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც და თითქმის შემოსავალიც გასამმაგდა. ჩვენი კომპანიის გეგმები არის, რომ გავხდეთ გლობალურად ცნობილი უცხო ენების შესასწავლი პროგრამა და მოვხვდეთ ტოპ 3-4 კომპანიას შორის. ეს სრულიად მიღწევადი გვგონია გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში ძალან დიდი გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა ველიაშვილმა.

სიახლეებს რაც შეეხება, ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს კუთხით იგეგმება უცხო ენების ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება, რასაც ექნება საკმაოდ მჭიდრო კავშირი "ლინგვინგთან".

„ამასთან ერთად გვინდა ცენტრის ჩამოყალიბება ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი მთლიანად იქნება დაკავშირებული ლინგვინგის ხელოვნებასთან. ამ პროდუქტმა რაც შეიძლება ქვეყანას მოუტანოს, ეს იქნება ფინანსური სარგებელი, ასევე ცნობადობის გაზრდა. ზოგადად, საქართველო ტექნოლოგიურ რუქაზე კარგად არ ჩანს. თუ ჩვენ შევქმნით წარმატებულ სტარტაპს, რომელიც იქნება გლობალურად ცნობილი საქართველოდან, ეს იქნება ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან სხვა საერთაშორისო ინვესტორები, კომპანიები დააკვირდებიან საქართველოს, როგორც ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანას“, - ამბობს ველიაშვილი.