მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინტრენინგი - “ინკლუზიური ტურიზმი COVID 19-ის პერიოდში”

60d465ea8fa02
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 21:33
551
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს “ინკლუზიური ტურიზმი COVID 19-ის პერიოდში” მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში, კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრეინინგი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ-19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

„დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მომსახურება ეს ცალსახად გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტურისტული სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ინკლუზიური ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტრენინგები, რომელიც გაიმართება, ძალიან დაეხმარება სექტორს მოახდინოს საკუთარი ტურისტული პროდუქტის სწორი ფორმირება. ტრენინგის თემატიკა მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადად უნარ-ჩვევებს მომსახურების მიმართულებით, ევროპულ სტანდარტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტრენინგში გათვალისწინებულია, კოვიდურ პერიოდში მომსახურების მიწოდების წესები“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

(NS)