მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინტერპრეტაცია, რომ ვაქცინები დაიკარგა, გაფუჭდა, არასწორია“ - ამირან გამყრელიძე

60dadde1cb4a7
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 12:45
666
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" ვაქცინების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევაზე განმარტებას აკეთებს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაქცინები გაქრა. 

გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC-მ კვლევისთვის საჭირო ინფორმაცია აუდიტს სრულად წარუდგინა. 

„ჩვენ რა დოკუმენტაციას მოგვთხოვეს ვაქცინების ბრუნვასთან დაკავშირებით - შემოტანა განაწილება, ადგილზე მიტანა - ეს დოკუმენტაცია მათ გადაეცა. თუმცა ხარვეზებზე ვერ დაგეთანხმებით.

ვაქცინების ახალი დოზების შემოტანა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ერთ თვეში ერთდროულად შეიძლება 0.5 მლნ-დან 1 მლნ-მდე ვაქცინის ადმინისტრირება გაკეთდეს, თან არა ერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ მასობრივი იმუნიზაციის პროცესს ღირსეულად შეხვდეს.

მინდა გითხრათ, რომ ვაქცინები მშვენივრად არის დათვლილი. მუსირებს აზრი, რომ ვაქცინები დაიკარგა და დაავადების კონტროლის კუნჭულებში ეძებენ... არაფერი არ დაკარგულა. როდესაც ვამბობ დანაკარგს, ეს სხვა რამაა. ის ინტერპრეტაცია, რომ ვაქცინები დაიკარგა, გაფუჭდა არ არის სწორი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ამბობს, რომ ვაქცინის დოზების "გაქრობასთან" დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი დასკვნას მიმდინარე კვირაში დადებს.