მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

605d7d5d329a1
ინგა მურუსიძე
26.03.21 10:18
943
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, სოფელ დიზთან მეწყრის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე, ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდიანრეობს გაწმედნითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.