მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონოფრიშვილი: "წლის ბოლოს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება წინა წლის მსგავსი ან მასზე მცირე იქნება"

5f6ddad38cf61
ელენე გოგბერაშვილი
25.09.20 23:00
1233
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებულ ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წლის ბოლოს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება წინა წლის მსგავსი ან მასზე მცირე იქნება.

„8 თვის შედეგით სექტორი მოგების მხრივ კვლავ მცირე პლუსშია. 8 თვის შედეგებით საუკეთესო შემთხვევაში ფინანსური მაჩვენებელი იქნება წინა წლის მაგვარი ან მცირე“, - აცხადებს ონოფრიშვილი.

ამ დროისთვის სადაზღვევო სექტორის მხოლოდ 6 თვის საქმიანობის შედეგებია საჯარო. 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. აქედან მხოლოდ ერთი არასიცოცხლის დაზღვევის, მხოლოდ 17 მათგანი როგორც სიცოცხლის, ასევე, არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ინდუსტრია 29,2 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, რაც 9,6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. გაზრდილია მოზიდული პრემიის მოცულობაც. კომპანიების მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 376, 9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 31.6 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება გასულ წელს, სექტორმა 2019 წელი 25 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.