მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება - გამოიყო 18 მლნ ლარი

639838bb23433
ინგა მურუსიძე
13.12.22 14:00
464
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.

"ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს არის დაგეგმილი, რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო", - ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.