საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც OPEC-ის დე-ფაქტო სპიკერია, Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, OPEC-მა საერთაშორისო ბირჟას ნავთობის მიწოდება შეუმციროს.
მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის მიერ მიწოდების შეზღუდვა, ბუნებრივია, ბაზარზე ნავთობისა და საწვავის გაძვირებას გამოიწვევს.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნავთობის ღირებულება თითქმის 4%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი $100-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა; WTI Crude-ის ღირებულება კი 95 დოლარამდეა გაზრდილი.
მინისტრ აბდულაზიზ სალმანის განცხადება პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში ბირჟაზე დაფიქსირებულ დაღმასვლის ტენდენციასთან - აგვისტოში ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასები 80 დოლარამდე შემცირდა, რაც, თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის არახელსაყრელია.
ექსპერტების შეფასებით, OPEC-ის სამიზნე ნიშნული ბარელზე 100 დოლარია და, სავარაუდოდ, ორგანიზაცია ნავთობის მიწოდებას სწორედ 100 დოლარის ფარგლებში ფასების დასასტაბილურებლად დააკორექტირებს.
როგორც წესი, OPEC-ი ნავთობის ფასზე სამიზნე ნიშნულს არ აწესებს, თუმცა 2022 წელი განსხვავებულია, რადგან დასავლური ბაზარზე რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, OPEC-ის ძალაუფლება იზრდება, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს კი არსებული შესაძლებლობის გამოყენების და მოკლე პერიოდში მაქსიმალური მოგების მიღების სურვილი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნისა, OPEC-ის ხელმძღვანელობას ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად არ გაუზრდია, რაც სწორედ აღნიშნული საფასო პოლიტიკის ეკონომიკური გავლენით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაძვირების ფონზე, არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლები მეორე კვარტალში 90%-ით გაიზარდა და Saudi Aramco-ს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 48.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან $18.8 მილიარდი კი უშუალოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავალს წარმოადგენს.
Saudi Aramco-ს გენერალური დირექტორის ამინ ნასერის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი