მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-ის ქვეყნებმა შესაძლოა ნავთობის წარმოების შემცირებაზე იმსჯელონ

5db0081d1b5f0
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 18:20
971
OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა 5-6 დეკემბერს ვენაში დაგეგმულ შეხვედრაზე შესაძლოა ნავთობის წარმოების შემცირებაზე იმსჯელონ. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, საუბარია, დამატებით დღეში ნავთობის წარმოების 1.2 მილიონი ბარელით  შეკვეცაზე.


"დეკემბერში, ჩვენ გადავწყვეტთ, საჭიროა თუ არა დამატებითი შემცირება მომავალ წლისთვის. ახლა დეტალებზე საუბარი ნაადრევია, ნოემბერში სიტუაცია უფრო ცალსახა გახდება", - განუცხადა OPEC-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის მწარმოებელთა შეხვედრა ვენაში, OPEC-ის შტაბ-ბინაში შედგება. წყარო სააგენტოსთან საუბარში ამბობს, რომ OPEC-ის ზოგიერთ წევრი წარმოების შეკვეცის კატეგორიული წინააღმდეგია.


შეგახსენებთ, რომ OPEC-ის წევრების შეთანხმებით, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით 2019 წლის პირველ ნახევარშიც შეიზღუდა.