13.იანვარი.2016 12:37
მსოფლიო

OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ

OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ
OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ. ნიგერიის ნავთობის მინისტრის და OPEC-ის კონფერენციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ იბე კაჩიკვუს ცნობით, საგანგებო სდომის გამართვას კარტელის მონაწილე რამდენიმე ქვეყანა ითხოვს და ეს სხდომა შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს.
 
სხდომაზე სავარაუდოდ იმსჯელებენ ორგანიზაციის სტრატეგიის ცვლილებაზე, იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე ”შავი ოქროს“ მკვეთრი გაუფასურება ხდება. ნავთობის ფასი კი, ვარდნას აგრძელებს.

OPEC-ის კალათის ღირებულება 27,07 აშშ დოლარამდე შემცირდა. სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31.69 აშშ დოლარზეა. პესიმისტურია ექსპერტთა პროგნოზები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ბრიტანული Standard Chartered-ის პროგნოზით ნავთობის ღირებულება შესაძლოა 10 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს.

”ვთვლით, რომ ნავთობის ფასები შესაძლოა დაეცეს 10 აშშ დოლარამდე, ვიდრე ბაზრის მონაწილეები აღიარებენ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა“, - ციტირებს Reuters-ი ბანკის ანალიტიკოსებს.

ორშაბათს Morgan Stanley –იმ ნავთობის 20 აშშ დოლარამდე გაიაფება არ გამორიცხა. ”ნავთობი ძალიან მგრძნობიარეა აშშ დოლარის მიმართ და თუ ის 5%-ით გამყარდება, შესაძლოა ნავთობი კიდევ 10-25%-ით გაიაფდეს“, - აღნიშნა Bloomberg-მა Morgan Stanley-ს ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნავთობის 60 აშშ დოლარამდე გაიაფება მოხდა ბაზარზე ჭარბი მიწოდებით, თუმცა 35 აშშ დოლარმდე ფასის შემცირება ძირითადად განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის სექტემბერში 1 ბარელი Brent -ის მარკის ნავთობი 102,77 აშშ დოლარი ღირდა. ამის შემდეგ ფასმა ვარდნა დაიწყო და ამ დროისათვის 1 ბარელის ფასი 30,69 აშშ დოლარია, 3-ჯერ ნაკლები 2014 წლის შემოდგომის ფასზე.

20.აპრილი.2019 00:07
111

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 13:23
7742

კანონპროექტით საქართველოს, შესაძლოა, ამერიკული სანქციები დაეკისროს

ვრცლად
18.აპრილი.2019 15:24
434

საქართველოში შესაძლოა, Game of Thrones–ის ვისკი შემოვიდეს

ვრცლად
18.აპრილი.2019 00:10
216

"იუვენტუსმა" "აიაქსთან" წაგების შემდეგ $450 მილიონის ზარალი მიიღო

ვრცლად
17.აპრილი.2019 00:10
326

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად €700,000,000 შეგროვდა

ვრცლად
16.აპრილი.2019 15:20
7058

ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობას გეგმავს

ვრცლად