მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-მა ევროკავშირი ნავთობის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა

62555241354bb
ნინო ტაბატაძე
12.04.22 16:46
1133
OPEC-ის გენერალური მდივანი მსოფლიოს ნავთობ ბაზარზე შესაძლო კრიზისზე აფრთხილებს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შესაძლოა, დღიურად, დაახლოებით, 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს“, - Reuters-ის ინფორმაციით, OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ ეს განცხადება ორშაბათს, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას გააკეთა.

ბარკინდოს თქმით, არსებული რეალობა შესაძლოა ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება გახდეს ისტორიაში, რადგანაც თითქმის შეუძლებელი იქნება ამ მასშტაბის მოცულობის დანაკარგის კომპენსირება.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ვენაში გამართეს. განიხილეს ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა.

Reuters-თან საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ OPEC-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ბაზარზე ნავთობის დაბალანსება.

ამ დროისათვის Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 1 ბარელზე 98 დოლარის ფარგლებშია.