მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-მა საერთაშორისო ბირჟას ნავთობის მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირა

633d872a641df
გიორგი თოლორდავა
05.10.22 18:10
883
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ხელმძღვანელობამ დღევანდელ შეხვედრაზე ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მომავალი თვიდან საერთაშორისო ბირჟას ნავთობის დღიური მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირდება. 

ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გეგმა პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასების შემცირებასთან, მათ შორის, ბარელი ნავთობის ღირებულება გასულ თვეს 2022 წლის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა, რაც OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისთვის არახელსაყრელია.

ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.

OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 90-100 დოლარი ითვლება, მიწოდების შემცირების პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულისკენ დაძვრაზეა მიმართული.