30.ნოემბერი .2022 12:06

OPEC+ მიწოდებას არ გაზრდის, 2023 წლისთვის ბარელი ნავთობის ფასი $110 იქნება - Goldman Sachs

OPEC+ მიწოდებას არ გაზრდის, 2023 წლისთვის ბარელი ნავთობის ფასი $110 იქნება - Goldman Sachs
views 600
უკან

მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე კვირის ბოლოს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდისგან თავს შეიკავებენ.

მაღალი ალბათობით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია დღიური მიწოდების დონეს მომდევნო თვეებისთვის ისევ უცვლელად დატოვებს, თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ OPEC-მა მიწოდება მცირედით, მაგალითად, დღიურად 500,000 ბარელით შეამციროს.

ამ ვარაუდს განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების გამკაცრების ფონზე, საწვავზე მოთხოვნა მცირდება, რაც ნავთობის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს, თუმცა OPEC-ის ინტერესში ფასების შემცირება არ შედის.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, მომავალი წლისთვის ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 110 დოლარის ფარგლებში იქნება. შედარებისთვის, ამჟამად Brent-ის ფასი 84 დოლარს შეადგენს.

Goldman-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვა, OPEC-ის გამკაცრებული პოლიტიკა და 2023 წლის მეორე ნახევრისთვის ჩინეთის ეკონომიკის გახსნა ნავთობის მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა