მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შესახებ 2019 წლის პროგნოზს ინარჩუნებს

5dce50d80c698
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 22:30
1108

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) პირველად ბოლო რამდენიმე თვეში ნავთობზე გლობალური მოთხოვნის გაზრდის შესახებ პროგნოზი არ შეამცირა. ამის შესახებ ორგანიზაციის ნოემბრის მოხსენებაშია ნათქვამი.



დოკუმენტის თანახმად, OPEC-მა შეინარჩუნა პროგნოზი ზრდაზე 2019 წელს 0,98 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო 2020 წლისთვის ზრდა დღეში 1.08 მილიონი ბარელით განისაზღვრა.



აღსანიშნავია, რომ OPEC-ის თანახმად, 2019 წელს ნავთობის მომარაგების ზრდა რჩება 1.82 მილიონი ბარელი წამში. მათივე ცნობით, შეერთებული შტატები, ბრაზილია, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და კანადა 2019 წლის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ქვეყნებია.



შეგახსენებთ, ოქტომბერში, მსოფლიო მიწოდებაში OPEC-ის წილი 29.8% იყო, რამაც მთლიანობაში, აღნიშნულ თვეში 99.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.