მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways ბათუმი-თბილისის რეისზე ბილეთებს 55 ევროდ ყიდის

5ee38d9f739c0
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.20 18:19
4579
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 13 ივნისს ბათუმი-თბილისის შიდა ავიარეისის შესრულების შესახებ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს და ბათუმელებს დედაქალაქში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.

„ბათუმელებო! გსურთ დატკბეთ დედაქალაქის ატმოსფეროთი და ღამის ცხოვრებით? ჩამოდით თბილისში, ჩვენი პირდაპირი რეისით, 13 ივნისს. ერთი გზა: ბათუმი-თბილისი - 55 ევრო + აეროპორტის მოსაკრებელი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი გაყიდვების ოფისებსა და ვებ საიტზე!”, - წერია ავიკომპანიის ფეისბუქ გვერდზე.

BM.GE-მ აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გადაამოწმა. ბათუმი-თბილისის სტანდარტული ბილეთის ღირებულება 62.04 ევროა, რაც ეროვნულ ვალუტაში 217.60 ლარს შეადგენს.