მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგაწვდით მზა რეცეპტებს, რომ სოფლები ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილებად იქცნენ - პოლოლიკაშვილი

5f630a787b009
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 11:03
1234
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარების წლად გამოაცხადა. ამის შესახებ UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა  ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის ახალ გზამკვლევზე მუშაობს, რომელიც 100-ზე მეტი ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნას გულისხმობს.

ვამზადებთ და თვენახევარში მზად გვექნება საბოლოო გზამკვლევი ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოგაწვდით კონრეტულ, მზა რეცეპტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სოფლებმა, რომ ისინი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილებად იქცნენ, როგორი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ მათ ამისთვის. ალბათ, 1 ან 1.5 წელში ჩვენ უნდა გვქონდეს 100-მდე, ან 100-ზე მეტი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილი, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.

UNESCO-ს ყველა ვიცნობთ და მათ მიერ აღიარებული ძალიან ბევრი ადგილი ვიცით, თუმცა ახალი სოფლის გაჩენა ტურისტულ რუკაზე ნამდვილად საჭიროებს მის აღიარებას“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია ახალი ლოკაციების შესახებ იქნება გაციფრულებული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის UNWTO კიდევ ერთი პროექტს განახორციელებს.

„ტურისტული ლოკაციების 95% ასახულია ციფრულ ტექნოლოგიებში და ჩვენ უფრო მეტი პროფესიონალი გვჭირდება, რომ ეს სოფლები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დიჯიტალ სივრცეშიც. ამისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში ძალიან საინტერესო აკადემია შეიქმნება, რომელიც ასწავლის დაინტერესებულ ადამიანებს, სოფლად ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნისთვის საჭირო უნარებს და ცოდნას გადასცემს.

ჩვენ ახლა გვაქვს უკვე ონლაინ აკადემია, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ და უფრო მეტი ახალი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს გახდება ერთ-ერთი უძლიერესი საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში“, - აღნიშნა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.