12.აპრილი.2016 10:07
ეკონომიკა

Open Air-ის შემდეგ, მთავრობასთან პრეტენზია კიდევ ერთ ფესტივალს აქვს

Open Air-ის შემდეგ, მთავრობასთან პრეტენზია კიდევ ერთ ფესტივალს აქვს
Tbilisi Open Air-ის შემდეგ, მთავრობასთან პრეტენზია კიდევ ერთ ფესტივალს აქვს. Set Fest-ი, რომელიც უკვე 5 წელია, ფესტივალს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. კერძოდ როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, ღონისძიება 15 აპრილს რიყის მუსიკალურ ცენტრში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სამინისტრომ ფესტივალამდე 1 კვირით ადრე მათ ადგილმდებარეობის გამოყოფაზე უარი უთხრა.
 
"სამწუხაროდ, გვიწევს შევცვალოთ ფესტივალის ადგილმდებარეობა. ეკონომიკის სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაშია რიყის მუსიკალური ცენტრი და საგამოფენო სივრცე, ოფიციალური წერილით 7 დღით ადრე ღონისძიებამდე, უარი გვითხრა ტერიტორიის გამოყოფაზე.

განცხადება, რომ ჩვენთვის გამოეყოთ ტერიტორია, სადაც ისედაც არაფერი ხდება, თვენახევრის წინ შევიტანეთ და ამ ხნის მანძილზე ვიცოდით, რომ თანხმობა გვქონდა, რადგან ამ ტერიტორიას ისედაც არავინ იყენებს, შესათანხმებელი იყო მხოლოდ საიჯარო თანხა!

ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე მოგვივიდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო “არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას”, კონკრეტული მიზეზი არაა განმარტებული. ამის პარალელურად კი კოლოსალური თანხებით ფინანსება სხვა ფესტივალები და ღონისძიებები.

Set Fest 5 წლის ხდება, ამასთან დაკავშირებით, ჩამოდის საერთაშორისო მედია, ფესტივალის გაშუქება ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას და ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც, როგორც ამბობენ, სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

ჩვენ არ ვითხოვდით ფინანსურ დახმარებას, უბრალოდ გვინდოდა დაეთმოთ ტერიტორია, სადაც ისედაც არაფერი ხდება, რატომ არ შეგვიწყვეს ხელი, გაურკვეველია.

ფესტივალის ჩაგდება და გაუქმება ნამდვილად არ შედის ჩვენს გეგმებში, თუმცა თუ მუდმივად ასე გაგრძელდა, ცხადია, დადგება საკითხი, უნდა იარსებოს თუ არა საერთოდ ამ ფესტივალმა, თუ ადგილი დაუთმოს სახელმწიფოს მიერ შერჩეულ/დაფინანსებულ ღონისძიებებს.

Set Fest-ის პრიორიტეტად ყოველთვის რჩებოდა არა სახელმწიფო, არამედ მსმენელი, რომლის მხარდაჭერითაც ფესტივალი უკვე 5 წელია არსებობს და იმედი გვაქვს, ასეც გავაგრძელებთ", - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

20.აპრილი.2019 16:48
33

ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ტექნიკით დაეხმარება

ვრცლად
20.აპრილი.2019 16:05
100

„ოცნებამ“ ეკონომიკის მინისტრი 5-ჯერ შეცვალა - კომერციულ ატაშეებს კი, 3 წელია ვერ ნიშნავს

ვრცლად
20.აპრილი.2019 15:10
57

Flyhelp-ის მგზავრთა უფლებებს ევროკომისიაში დაიცავენ

ვრცლად
20.აპრილი.2019 14:30
273

საქართველოს N1 საექსპორტო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობელია - რა გაგვაქვს რუსეთში?

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:48
78

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:44
130

შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

ვრცლად