მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

600a98c9b0791
ინგა მურუსიძე
22.01.21 13:20
1809
ე.წ. კომენდანტის საათი, ზამთრის კურორტებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საბავშვო ბაღებში სწავლის აღდგენა, პროფსასწვალებლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.

„1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 5:00 საათამდე. 5 დიდ ქალაქში ტრანსპორტი იხსნება, თუმცა შაბათ-კვირას ისინი არ იმუშავებენ. ასევე ამავე ქალაქებში კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურად.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეზღუდული იქნება და კვლავ შეზღუდვები რჩება სათხილამურო კურორტებზე. ყველას მოეთხოვება პირბადის ტარება, სავაჭრო ობიექტების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა, იმ მეთოდით მუშაობა რაც უკვე აპრობირებული იყო აქამდე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.