მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს - თემა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაა

6357a3114edf7
BM.GE
25.10.22 12:52
422
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მათ კალაძესთან ბევრი კითხვა აქვთ.

„ჩვენს ქალაქში რამდენიმე დღის წინ უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომელმაც შეგვძრა ყველა. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა დედაქალაქის მერთან და გვაქვს უფლება იგი საკრებულოში დავიბაროთ. მერიაც, საკრებულოც, მთავრობაც და ოპოზიციაც მოქალაქეებმა აგვირჩიეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა.

ბატონო კახა, გელოდებით საკრებულოში, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ჩვენს ქალაქზე, ბავშვებზე და მოქალაქეებზე ზრუნვას პოლიტიკურ სპეკულაციად ნუ ჩათვლით, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.